• June

    9

    2025
  • 127
  • 0
გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, ენჯეოსექტორი, ელჩები გამობრძანდნენ და დაგმონ ნიღბების აკრძალვაზე ტრამპის განცხადება, როგორც რუსეთუმე განცხადება, რატომ არიან ჩირგვებში ჩამალული?

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, ენჯეოსექტორი, ელჩები გამობრძანდნენ და დაგმონ ნიღბების აკრძალვაზე ტრამპის განცხადება, როგორც რუსეთუმე განცხადება, რატომ არიან ჩირგვებში ჩამალული?

ელჩები, ენჯეოსექტორი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები გამობრძანდნენ და აქციაზე ნიღბების აკრძალვაზე ტრამპის განცხადება დაგმონ, როგორც რუსეთუმე განცხადება, რატომ არიან ჩირგვებში ჩამალული? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ელჩებმა, ენჯეოსექტორმა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა უნდა ახსნან, რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.

„პრაქტიკულად, აშშ-ის პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ვამბობდით, რომ საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ და ატეხეს ამბავი, რომ ამ კანონის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება ჩაერთოო. ახლა რას იტყვიან, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნიღბიანი ადამიანები აქციაზე არ უნდა დაუშვან და არ იქნებიან შეწყალებული აქციებზე მოძალადე ადამიანები? აქაც რუსეთის ხელისუფლებაა ჩარეული? ელჩები, ენჯეოსექტორი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები გამობრძანდნენ და ტრამპის ეს განცხადება დაგმონ, როგორც რუსეთუმე განცხადება. გამოვიდნენ და თქვან, თურმე ტრამპი რუსეთის გავლენის ქვეშ არის და ამიტომ ნიღბების აქციაზე გამოყენებას კრძალავს. „საია“ იქნება თუ სხვა „ენჯეო“, ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, როცა ამ კანონს აკრიტიკებდნენ, გამოვიდნენ და განცხადება გააკეთონ. აშშ-ში ეს რუსული კანონმდებლობაა, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ აქციაზე ნიღბებს ვერ გამოიყენებენ? რატომ არიან ჩირგვებში ჩამალული? ახსნან, რა პოზიცია აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, დონალდ ტრამპმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა ტრამპმა განაცხადა, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor