• June

    23

    2025
  • 363
  • 0
ექსკლუზივი : პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე – ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლო ?

ექსკლუზივი : პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე – ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლო ?

საქართველოში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება, საგანგაშოა შემთხვევები, როდესაც ძალაუფლების მქონე პირები საკუთარ პოზიციას პირადი მიზნებისთვის იყენებენ. სწორედ ასეთად აღიქმება პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის საქმიანობა, რომელიც დღეს უკვე საზოგადოებრივი განხილვისა და გამოძიების საგანია.

სისტემური დევნის სამიზნე – ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი და მისი ყოფილი მეუღლე ( ჩვენი მედიის იურისტი, გამომძიებელი ჟურნალისტი ) ;

დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებები უკვე დიდი ხანია გასცდა სამსახურებრივ საზღვრებს. მისი მიზანმიმართული დევნის ობიექტი გახდა ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი და მისი ყოფილი მეუღლე, ჩვენი იურისტი და გამომძიებელი ჟურნალისტი ირაკლი კერესელიძე. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ახორციელებენ საჯარო საქმიანობას და იცავენ მოქალაქეთა ინტერესებს, დღეს კი, სახელმწიფოს სახელით მოქმედი პოლიციელის პირადი ანგარიშსწორების სამიზნეები აღმოჩდნენ.

ჭორები, შანტაჟი და პროვოკაცია – ძალადობრივი გავლენის რეპერტუარი ;

ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით, პოლკოვნიკი რაზმაძე უკვე თვეებია სისტემურად ეჭრება ქეთი ხომერიკისა და ირაკლი კერესელიძის პირად ცხოვრებაში. მისი მოქმედებები არაერთხელ გასცდა ეთიკურ და სამართლებრივ ზღვარს.

რაზმაძეს არაერთხელ გაუვრცელებია ცრუ ინფორმაციები, თითქოს კერესელიძე ,,გარყვნილ ცხოვრებას ეწევა”, არის ,,მორალურად გაუმართლებელი პიროვნება” და თითქოს არსებობს მისი რეპუტაციის შემლახავი ვიდეოკადრები, რაც პირდაპირ მიანიშნებს შანტაჟზე.

გარდა ამისა, რაზმაძე მიზანმიმართულად ცდილობდა ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას. ცნობილია შემთხვევა, როდესაც მან ირაკლი კერესელიძეს პროვოცირება გაუწია, რომ შეედგინა ქეთევან ხომერიკზე შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა, რაც ეჭვს აჩენს იმაზე, რომ პოლკოვნიკი ცდილობს ოჯახის შიგნით ხელოვნური კრიზისის შექმნას.

უფრო მეტიც, პოლკოვნიკი რაზმაძე მიზანმიმართულ ჭორებს ავრცელებს ქეთი ხომერიკის დედაზეც კი, მამაზეც, რაც განსაკუთრებით ცინიკური ბოროტმოქმედებაა და ქეთი ხომერიკის დისკრედიტაციისა და მორალური შერყევისაკენაა მიმართული.

ქეთი ხომერიკის დევნა – პოლიტიკური თუ პირადი მოტივაცია ?

გამომდინარე იქიდან, რომ ქეთი ხომერიკი ცნობილია, როგორც მკვეთრად პრო-სამთავრობო მედიის წარმომადგენელი და არაერთხელ გაუწევია მხარდაჭერა სახელმწიფო ინიციატივებისთვის, სრულიად გაუგებარია, რატომ გახდა იგი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის პირადი ანგარიშსწორების სამიზნე. გამორიცხული არ არის, რომ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურად მოტივირებულ, არამედ პირად ინტერესებზე დაფუძნებულ დევნასთან, რაც განსაკუთრებით სახიფათო და მიუღებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში.

სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა ;

ქეთი ხომერიკმა ამა წლის 24 აპრილს შსს-ის გენერალურ ინსპექციას მიმართა და ითხოვა, რომ დაიწყოს მოკვლევა კახაბერ რაზმაძის ქმედებების მიმართ, ირაკლი კერესელიძემაც უკვე მიმართა იმავე უწყებას, ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოთხოვნით, რომ დაიწყოს გამოძიება პოლკოვნიკ რაზმაძის ქმედებებზე, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის, მათ შორის ადევნების, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები.

აღსანიშნავია, რომ დევნის მასშტაბი იმდენად დიდი გახდა, რომ კერესელიძემ ამა წლის 22 აპრილს იძულებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი ( 24 აპრილს კი, რაზმაძის დაჟინებული მოთხოვნით ქეთი ხომერიკის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე უარი ვერ თქვა, რომელი ორდერიც სასამართლომ უკანონოდ სცნო და გააუქმა ) და ქალაქის მეორე ბოლოში გადასახლდა ნაქირავებ ბინაში.

როგორც აღვნიშნეთ, ანალოგიურად, პოლკოვნიკ რაზმაძის ქმედებები გაასაჩივრა ქეთი ხომერიკმა, რომელსაც რამდენიმე დღეა სურვილი აქვს პირადად შეხვდეს რაზმაძის უშუალო უფროსს, გიორგი პაპიძეს, რომელიც მე-4 სამმართველოს ხელმძღვანელობს, თუმცა პაპიძე თავს არიდებს, რაც აჩენს ეჭვს, რომ რაზმაძეზე ხელის დაფარების მცდელობას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი.

საზოგადოების ინტერესები საფრთხის ქვეშ ;

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ რაზმაძის მსგავსი ქმედებები ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს – როდესაც პოლიციელი, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალება, თავად ხდება ადამიანების დევნის და დაშინების წყარო. ეს, არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების შელახვაა, არამედ საზოგადოებრივი ნდობის შერყევა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ.

დაბოლოს, ვინ არის და საიდან მოდის პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე ?

ამ სტატიაში ორიოდე სიტყვით გამცნობთ :  პოლკოვნიკი რაზმაძე დაახლოებით 20 წელია დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოში მუშაობს, ასევე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუშაობდა, კერძოდ ნახალოვკის განყოფილებაში ( იმ წლებში ასე ერქვა – განყოფილება )…

ვისთან აქვს პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს შესაძლო კანონგარეშე ბმა ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამფუძნებელი, ქეთი ხომერიკი კახაბერ რაზმაძეს წლების განმავლობაშია იცნობს, მისი ქცევა ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ირაკლი კერესელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა და ოჯახში დაბრუნდა სრულიად არაპროგნოზირებადი, აგრესიული და პირადი მოტივებით განპირობებილო გახდა !

ისმის კითხვა რატომ ?

მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დამფუძნებელი და ჩვენი მედია სრულად მხარს უჭერს მშვიდობის პოლიტიკას და სახელმწიფოებრივ კურსს იზიარებს.

ერთადერთი ლოგიკური ახსნა შესაძლებელია იყოს პოლკოვნიკის პირადი დაინტერესება ჩვენი დამფუძნებლის მიმართ, რაც იმასაც არ გამორიცხავს, რომ ამ დაინტერესების თვალსაზრისით, ის ზედა ეშელონების ერთ-ერთი კლანიდან იყოს წახალისებული.

როგორც ყველა კარგად ვხედავთ ისეთი მაღალი თანამდებობის პირებიც კი, როგორიც ეკონომიკის მინისტრის ა.წ. უკვე ყოფილი მოადგილეა ( ახლახან დაკავებული ) შესაძლებელია იყოს მოტივირებული პირადი გამორჩენის ინტერესებით. ეს მით უფრო რელევანტურია პოლკოვნიკი რაზმაძის მიმართ, რომელიც ერთის მხრივ მერაბიშვილის დროინდელი გადმონაშთია და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირადი მიზნებით პერიოდულად 5 ნომერს ემსახურება, მათ კი ჩვენი მედია ძალზედ აღიზიანებთ, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი დამფუძნებლისა და მისი ოჯახის მიმართ პირადი მოტივაცია და რეპუტაციული ზიანი შეიძლება დაკვეთილი იყოს ისეთი ოდიუზიური და ჩვენი ინფორმაციით, კორუმპირებული პირისგან, როგორიც ზაქარია ქუცნაშვილია, მისი მოტივაციის თაობაზეც ჩვენ არაერთი პუბლიკაცია გამოგვიქვეყნებია, სადაც იმასაც აღვნიშნავდით, რომ სამწუხაროდ, არაერთი პოლიციელია მასთან კავშირზე….

ასევე საგულისხმოა ერთი მომენტიც – როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ჩვენ არაერთი საგამოძიებო სტატია მივუძღვენით მომღერალ-ფსიქოლოგის, თათა გიორგობიანის ფარული ცხოვრების წესს, რის შედეგადაც ჩვენს წინააღმდეგ უპრეცენდენტო ზეწოლა განხორციელდა, რაზეც ასევე მოგითხრეთ. შესაბამისად, არც იმის გამორიცხვაა შესაძლებელი, რომ თათა გიორგობიანის ფარული მფარველები ( ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებთ, მზადდება სტატია ) ამავდროულად გასაიდუმლოებულ კავშირებში იმყოფებოდნენ პოლკოვნიკ რაზმაძესთან, რომელსაც ტერიტორიული ქვემდებარეობით ეკუთვნის ჩვენი დამფუძნებლის საცხოვრებელი და მეტი ბერკეტები აქვს ქეთი ხომერიკზე ზეწოლის ორგანიზებისთვის, რასაც ახორციელებს, იმდენად, რომ როგორც აღვნიშნეთ ქალიშვილის მამასაც კი უტერორებს და საერთოდაც, არ რეაგირებს იმ მრავალ მავნებლობაზე, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ქეთი ხომერიკის ავტომობილის ვანდალური დაზიანება ჰქვია, ასევე ყალბი ექაუნთებიდან შეურაცხყოფები, ბულინგი, ე.წ. პორნოგრაფიული ვიდეობის გამოგზავნები, მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ…ამ ყველაფერს არაერთხელ ჰქონდა ადგილი ( აქვს ) რაზეც არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა ეს სისხლის სამართლის საქმეები და განცხადებები დღემდე პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის დამტვერილ თაროებზეა შემოდებული, ამ მავნებლობებს და ბინძურ კამპანიას კი, ბოლო არ უჩანს…

ყველა პუბლიკაცია ზემოთ ხსენებულ პიროვნებებზე გამოქვეყნებულია ჩვენს პორტალზე და შეგიძლიათ იხილოთ.

,,GEO NEWS” ითხოვს :

პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებებს მიეცეს სამართლებრივი შეფასება;
დაცული იქნას, როგორც ქეთევან ხომერიკის ისე მისი ოჯახის, მცირეწლოვანი ქალიშვილების, მშობლების, და ირაკლი კერესელიძის უფლებები და უსაფრთხოება;
სახელმწიფომ მიიღოს მკაცრი და პრინციპული პოზიცია იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც სამსახურეობრივ პოზიციას იყენებენ პირადი ანგარიშსწორებისთვის.

დემოკრატია იწყება იქ, სადაც მთავრდება შიშის ზონა და იმართება კანონით, არა გავლენებით ! 

ჩვენ ველოდებით რა შედეგს დადებს შსს-ის გენერალური ინსპექცია, სადაც მოკვლევა დაწყებულია, ასევე ველით გენერალური პროკურატურის რეაგირებას, რაზეც დაუყოვნებლივ გაუწყებთ !

P.S. ჩვენთვის 24 აპრილს სრულიად გაუგებარი, ბუნდოვანი და გასაოცარი იყო ჩვენი იურისტის, ირაკლი კერესელიძის ქმედებები, რაზეც ვწერდით კიდეც, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი ნათელია.

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor