• June

    23

    2025
  • 110
  • 0
დონალდ ტრამპი – სწორად თუ გავიგე, მედვედევმა თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებენ ბირთვულ ქობინებს ირანს, სიტყვა „ბირთვულს“ არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად, ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“

დონალდ ტრამპი – სწორად თუ გავიგე, მედვედევმა თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებენ ბირთვულ ქობინებს ირანს, სიტყვა „ბირთვულს“ არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად, ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“

სწორად თუ გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად მოიხსენია სიტყვა „ბირთვული“ და თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებენ ბირთვულ ქობინებს ირანს? მართლა თქვა ეს თუ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა? თუ მართლაც თქვა ეს და დადასტურდება, გთხოვთ, მაცნობოთ დაუყოვნებლივ. სიტყვა „ბირთვულს“ არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად. ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა.

„სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი ტექნიკა, რაც უქმე დღეებში გამოვიყენეთ, კარგი იყო, ვიტყვი, რომ ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რაც გვაქვს, კიდევ 20 წლით წინაა ყველაზე – ესაა ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავები. ეს ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა, და ახლახან გაუშვეს 30 „ტომაჰავკი“. 30-ვემ სრულყოფილად მიაღწია სამიზნეებს. ასე რომ, ჩვენი შესანიშნავი გამანადგურებლების პილოტების გარდა, მადლობა კაპიტანსა და ეკიპაჟს“,​​​​​​​​ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, ირანს მიაწოდოს საკუთარი ბირთვული ქობინები“. მედვედევი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor