• July

    5

    2025
  • 16
  • 0
რატომ და ვისი დავალებით ახდენდა პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის დისკრედიტაციას ?

რატომ და ვისი დავალებით ახდენდა პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის დისკრედიტაციას ?

,,GEO NEWS”-მა ამა წლის 23 ივნისს გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით : პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე – ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლო ? ( იხ ლინკი : :https://geonews.org.ge/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%90/

ჩვენ სტატიაში აღვნიშნავდით, რომ პოლკოვნიკის სისტემური დევნის სამიზნე ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი და მისი ყოფილი მეუღლე ( ჩვენი მედიის ყოფილი იურისტი, გამომძიებელი ჟურნალისტი ) არიან, ასევე ხაზგასმით ვაცხადებდით, რომ რაზმაძე მიზანმიმართულად ცდილობდა ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას და მაგალითისთვის მოგვყავდა ცნობილი შემთხვევა, როდესაც პოლკოვნიკმა ირაკლი კერესელიძეს პროვოცირება გაუწია, რომ შეედგინა ქეთევან ხომერიკზე შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა, რაც ეჭვს აჩენდა იმაზე, რომ პოლკოვნიკი ცდილობდა ოჯახის შიგნით ხელოვნური კრიზისის შექმნას.

შემაკავებელი ორდერის ( სასამართლომ გააუქმა ) გამოცემის დღიდან დღემდე, ჩვენი დამფუძნებელი და დღეს უკვე ჩვენი ყოფილი იურისტიც, ირაკლი კერესელიძე ითხოვენ, რომ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს ქმედებებს მიეცეს სამართლებრივი შეფასება. დიახ, ჩვენ რამდენიმე თვეა ველოდებით რა შედეგს დადებს შსს-ის გენერალური ინსპექცია, სადაც მოკვლევა ამა წლის 24 აპრილიდან დაწყებულია.

ჩვენთვის უცნობია ამ დრომდე რა გამოიკვლია შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ, ვიცით მხოლოდ შემდეგი, რომ დღეს შსს- ის გენერალური ინსპექცია ელოდება თუ როდის მიუტანს ჩვენი დამფუძნებლი მათ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს უკანონო და არაეთიკური ქმედებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი დამფუძნებელი ამ დრომდე ოფიციალურად გამოკითხულიც არ არის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლო სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მომავალ კვირას მივაწვდით შსს-ის გენერალურ ინსპექციას, რადგან როგორც ჩანს, ჩვენს ინტერესში უფროა სიმართლის დადგენა – შედეგს კი აუცილებლად გაცნობებთ. 

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ჩვენი ყოფილი იურისტის, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს წინააღმდეგ, შსს-ის გენერალურ ინსპექციაში ამა წლის 18 ივნისს შეტანილ საჩივარს, რაზედაც რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას
საჩივარი პოლიციელის არასათანადო ქცევის თაობაზე !

საჩივრის ავტორი: ირაკლი კერესელიძე, იურისტი.
თემა : პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის უკანონო და ეთიკურად მიუღებელი ქმედებების გამოძიების მოთხოვნა
მიმართვის საფუძველი :

ამ განცხადებით მსურს ოფიციალურად გაცნობოთ იმ უკიდურესად შემაშფოთებელ და სამართლებრივად მიუღებელ ქმედებებზე, რომლებიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის მხრიდან, რომელიც ტერიტორიულად მოქმედებს იმ უბანში, სადაც მდებარეობს ჩემი საცხოვრებელი სახლი.

საქმე ეხება სისტემატურ და მიზანმიმართულ ძალადობრივ ზეწოლას, დევნასა და აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც, ჩემი მტკიცე რწმენით, მიმართულია ჩემი ოჯახის დანგრევისა და ჩემი პიროვნული, პროფესიული და რეპუტაციული განადგურებისკენ.

ფაქტობრივი გარემოებები :

2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩემი გათავისუფლების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე შეუდგა ჩემი ოჯახის პირად სივრცეში უხეში ჩარევის სერიას. კერძოდ, იგი მიზანმიმართულად ცდილობს დამაპირისპიროს ჩემს ყოფილ მეუღლესთან, ქეთევან ხომერიკთან, რომელიც ჩემი შვილის დედაა და საქართველოს მედია სივრცეში ცნობილი მედია პლატფორმა ,,Geo News”-ის დამფუძნებელია.

ბატონმა რაზმაძემ :

ქეთევან ხომერიკს არაერთხელ განუცხადა, რომ თითქოს მე ვეწევი ,,გარყვნილ ცხოვრების წესს”, ვარ ,,უნამუსო” და მორალურად დეგრადირებული პირი.

ქეთევან ხომერიკს ცრუ მტკიცებით შეატყობინა, რომ საკუთარ მობილურ ტელეფონში თითქოს ინახება ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავი ვიდეოკადრები, რითაც, ფაქტობრივად, ჩააყენა იგი შანტაჟის მდგომარეობაში.

პროვოცირებით მიბიძგა, რომ მომეთხოვა ქეთევან ხომერიკზე შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც აშკარად ოჯახის შიგნით კონფლიქტის ხელოვნურად გაღრმავებას ემსახურებოდა.

შეგნებულად გაავრცელა არა მხოლოდ ცრუ, არამედ შეურაცხმყოფელი და ბინძური ჭორები როგორც ჩემზე, ისე ჩემი სიდედრის თამარ ხომერიკის შესახებ, რაც ასევე ჩემს წინააღმდეგ ემოციური დესტრუქციის ინსტრუმენტად გამოიყენება.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სამწუხაროდ იკვეთება ბატონი კახაბერ რაზმაძის არაჯანსაღი, შესაძლოა პირადი ინტერესებით მოტივირებული დამოკიდებულება ჩემი ყოფილი მეუღლის მიმართ, რაც მის სამსახურებრივ პოზიციასთან შეუთავსებელია და უხეშად არღვევს, როგორც შსს-ს ეთიკის კოდექსს, ისე კანონით გარანტირებულ ჩემს, როგორც მოქალაქის და იურისტის უფლებებს.

მოვითხოვ :

1. დაუყოვნებლივ დაიწყოს პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებების სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი მოკვლევა გენერალური ინსპექციის მიერ;

2. შეისწავლოთ მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კერძოდ – ოჯახის საქმეებში გადაჭარბებული ჩარევა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, შანტაჟის ნიშნები, პროვოკაციული ქმედებები და ღირსების შელახვა;

3. მის ქმედებებს მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი და დისციპლინური შეფასება შსს-ს შიგნით არსებული კანონმდებლობისა და დებულებების შესაბამისად;

4. დაიცვათ ჩემი, როგორც იურისტისა და გამომძიებელი ჟურნალისტის, და ასევე ჩემი ყოფილი მეუღლის, როგორც მედიის წარმომადგენლის, კანონით გარანტირებული უფლებები, რაც მოიცავს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობის, რეპუტაციის დაცვისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცულობის გარანტიებს.

დასკვნა:

ბატონი კახაბერ რაზმაძის ქმედებები სცდება ყოველგვარ სამსახურებრივ და ადამიანურ ზღვარს. მისი მხრიდან გამოვლენილი მტრულად განწყობილი, მორალურად და სამართლებრივად საეჭვო მოქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ზოგადად საჯარო და კერძო ინტერესთა შორის არსებული ზღვარის დაცვისთვის.

გთხოვთ, აღნიშნულ ფაქტებს მიეცეს მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ უშუალოდ მივაწოდო დამატებითი ინფორმაცია და მივიღო მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში.

პატივისცემით,
ირაკლი კერესელიძე
იურისტი / ჟურნალისტი
2025 წლის 18 ივნისი
თბილისი

დაბოლოს, ობიექტურობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი მედიის ყოფილი იურისტი ( მისივე თქმით და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ) , რაღაც პერიოდი პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძესთან, ასე ვთქვათ, ,,საქმიან ურთიერთობებში” ნამდვილად იმყოფებოდა – ეხმარებოდა მას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაში, ითავსებდა თარჯიმნის ფუნქციას და ვაგზლის მოედანზეც კი, ე.წ. შემოვლებზე დაჰყვებოდა პოლკოვნიკს და ეს მანამ სანამ ჩვენი დამფუძნებლის მიმართ შემაკავებელ ორდერს, როგორც ირაკლი კერესელიძე ამბობს, კახაბერ რაზმაძე იძულებისა და პროვოცირების გზით გამოაწერინებდა.

დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია. სიმართლის დადგენა კი, შსს-ის გენერალური ინსპექციისთვის. 

ჩვენ ასევე გთავაზობთ იმ დროინდელი მასალის ყველა ლინკს – როდესაც ირაკლი კერესელიძემ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს ,,რჩევით” შემაკავებელი ორდერი გამოაცემინა ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ, რათა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ როგორ ვითარდებოდა მოვლენები – რას ვწერდით ჩვენ მაშინ, რა ეჭვები და ინფორმაციები გვქონდა, სანამ ირაკლი კერესელიძე თავად გვიღიარებდა, რომ პოლკოვნიკმა კახაბერ რაზმაძემ აიძულა შემაკავებელი ორდერი გამოცემულიყო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ, როდესაც ჩვენმა დამფუძნებელმა ხელი დაადო კერესელიძე-რაზმაძეს, დიახ, პირდაპირ თქვა, რომ მათ ეს უკანონო ორდერი ერთობლივი სურვილით გამოუცხვეს, კახაბერ რაზმაძემ სწორედ მაშინ მოუთხრო მას ის ყველაფერი, რასაც ირაკლი კერესელიძე თავის საჩივარში წერს, ისევე როგორც კერესელიძემ ახლახან მოუყვა მას იმის შესახებ, რომ პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე მას დევნის და სწორედ მან უბიძგა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. 

იხ ლინკები :

https://geonews.org.ge/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%94-%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94-4-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9b-2/

https://geonews.org.ge/geo-news-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-4/

https://geonews.org.ge/8-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%94/

https://geonews.org.ge/%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

დაბოლოს, რა ხდება დღეს ჩვენს რედაქციაში და ჩვენი დამფუძნებლის თავს ?

ირაკლი კერესელიძე და ქეთევან ხომერიკი ბოლო სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც კი დაძაბულ ურთიერთობაში არიან და მეტიც…..თუმცა ამაზე მოგვიანებით.

როგორც ჩანს, ირაკლი კერესელიძეს ან მართლაც კვლავაც აშინებენ ან გაურკვეველ თამაშებს თამაშობს და ამ თამაშების დამკვეთნი კი მისი ყოფილი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეგობრები – ქიზიყელი ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილი, მამა-შვილი ომარ და ზაქარია ქუცნაშვილები და ძმანი მათნი არიან…ამ ეტაპზე სხვა პირების სახელებისა და გვარების დასახელებისგან შეგნებულად თავს შევიკავებთ ( დანარჩენები წინა სტატიებში სრული შემადგენლობით გვყავს დასახელებულნი ). და ჰოი საოცრებავ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენ თავადაც მოკვლევის პროცესში ვართ… 

P.S.  უახლოეს დღეებში პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს ,,საგმირო საქმეებზე” ვრცელ სტატიას გამოვაქვეყნებთ.

( გაგრძელება იქნება ) 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor