• September

    9

    2023
  • 70
  • 0
შსს – გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შსს – გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის მცირეწლოვნების და არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

„მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor