• October

    17

    2023
  • 95
  • 0
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას

გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროექტს მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს.

რეზოლუციის მისაღებად საჭიროა, სულ მცირე, ცხრა ხმა და ხუთი მუდმივი წევრის, შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თანხმობა.

რუსეთმა გაერო-ს საბჭოს რეზოლუცია პარასკევს შესთავაზა, რომელიც მოითხოვდა მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარულ დახმარებას და გაჭირვებაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას. ტექსტი გმობდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას და ყველა ტერორისტულ აქტს, მაგრამ არ ასახელებდა „ჰამასს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს“, – განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor