• August

    7

    2025
  • 61
  • 0
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1981 წელს დაბადებული ე.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს – 1994 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor