• August

    11

    2025
  • 110
  • 0
მასუდ ფეზეშქიანი – ე.წ. ტრამპის გზის პროექტში ირანის მოთხოვნები გათვალისწინებულია, ერთადერთი, რაც არის შემაშფოთებელი, რომ გზის მშენებლობა სურთ სომხურ და ამერიკულ კომპანიებს

მასუდ ფეზეშქიანი – ე.წ. ტრამპის გზის პროექტში ირანის მოთხოვნები გათვალისწინებულია, ერთადერთი, რაც არის შემაშფოთებელი, რომ გზის მშენებლობა სურთ სომხურ და ამერიკულ კომპანიებს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ე.წ. ტრამპის გზის პროექტში, რომლის განხორციელებაზეც სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, ირანის მოთხოვნები გათვალისწინებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს..

ირანის პრეზიდენტის თქმით, მედიაში ამ საკითხზე ინფორმაცია გაზვიადებული იყო.

ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

„რა თქმა უნდა, ეს დერეფანი არ გახლავთ ის, რაზეც მედიაში გაზვიადებულად საუბრობდნენ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოთხოვნები გათვალისწინებულია. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ევროპასთან კავშირების დამყარება და უარი მის მოკვეთაზე ჩრდილოეთისგან, რასაც გულისხმობდა ირანი, ამ საკითხში ჩანს. ერთადერთი, რაც შეშფოთების საგანია, რომ გზის მშენებლობა სომხურ და ამერიკულ კომპანიებს სურთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უახლოეს დროში დაგეგმილია მისი სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, ხოლო 12 აგვისტოს ირანში ჩავა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor