• August

    11

    2025
  • 181
  • 0
ბექა ოდიშარია : ,,როგორ გძულთ საქართველო, რომ ახერხებთ და სომეხი და აზერბაჯანელი ხალხის შერიგებას საქართველოს წარუმატებლობად ასაღებთ და ამასვე აჯერებთ თქვენს დარჩენილ მომხრეებს ” ?! 

ბექა ოდიშარია : ,,როგორ გძულთ საქართველო, რომ ახერხებთ და სომეხი და აზერბაჯანელი ხალხის შერიგებას საქართველოს წარუმატებლობად ასაღებთ და ამასვე აჯერებთ თქვენს დარჩენილ მომხრეებს ” ?! 

,,ზანგეზურის ანუ სიუნიქის კორიდორის ,,ექსპერტების” საყურადღებოდ !

საერთოდ იცით ნეტა სად მდებარეობს ის და ვის და როდის (  ?! ) მოემსახურება ახლა უკვე ,,ტრამპის მარშრუტად” მოხსენიებული ეს სატრანზიტო გზა ?! 

როგორ გძულთ საქართველო, რომ ახერხებთ და სომეხი და აზერბაჯანელი ხალხის შერიგებას საქართველოს წარუმატებლობად ასაღებთ და ამასვე აჯერებთ თქვენს დარჩენილ მომხრეებს ?!

ის რაც ტრამპმა მოახერხა ეს მისი და მისი ქვეყნის წარმატებაა, რადგან შეთანხმების თანახმად ამ მარშრუტის მართვა სწორედ ამერიკულ კომოაპანიას უნდა გადაეცეს 99 წლით !

მშვიდობა გვისურვებია ამ პროექტში ჩართული ყველა მხარისთვის, თუმცა დასაფიქრებელია რამდენად უსაფრთხო იქნება ის, როდესაც აშშ და თურქეთი, რეგიონში პირდაპირ დაპირისპირებაში მოვლენ რუსეთის ინტერესებთან ?! 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან განსხხვავებით სომხეთში გარკვეულ გავლენიან წრეებში ამ მარშრუტის ამ ფორმით გააქტიურება ჯერ კიდევ აღიქმება სუვერენიტეტის საფრთხედ ( ?!)

კიდევ ერთხელ წარმატება პრეზიდენტ ტრამპს ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებაში !

მშვიდობისკენ მიისწრაფიან ზანგეზურის კორიდორის აქტორი ქვეყნები და იმას ვერ ხვდებით დავიჯერო, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პოლიტიკას, რომ ატარებს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ?! 

ანუ მშვიდობა ყოფილა მთავარი !

ახლა კი მთავარი კითხვა :

როდის ამოქმედდება ეს სატრანსპორტო-სავაჭრო კორიდორი ?!

ყველაზე არქი-იდეალურ შემთხვევაში 5-7 წელიწადში !

ამიტომ აცალეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მშვიდობა და ამ პერიოდში განახორციელოს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ჰიპერ პროექტები ( პორტები, აეროპორტები,გზატკეცილები და სხვა ) და ვნახოთ, ვინ და რა გახდება ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი კონკურენტი !

ამიტომ მშვიდობა საქართველოს !

მშვიდობა ჩვენს სამეზობლოს !

ასეთ მოცემულობაში საქართველო იყო და დარჩება ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად !

კარგად დაიწერეთ ეს შუბლზე მატყუარა აგენტებმა და სასარგებლო იდიოტებმა “,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ბექა ოდიშარია წერს. 

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor