• August

    11

    2025
  • 55
  • 0
ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა. საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ერევანსა და ბაქოს შორის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ნაბიჯების მნიშვნელობა.

რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ დაეხმაროს 2020-2022 წლებში უმაღლეს დონეზე ცნობილი სამმხრივი შეთანხმებების შესაბამისად – სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზებას, მათ შორის რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას.

ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, ისაუბრა უიტკოფთან საუბრის ძირითად შედეგებსა და ტრამპთან ალასკაში შეხვედრისთვის მზადებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

ასევე შეეხნენ ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე აქტუალურ საკითხს – აქცენტი გაკეთდა სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ურთიერთქმედებაზე.

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor