• August

    11

    2025
  • 62
  • 0
კახა კალაძე – მეტროსადგური „ვარკეთილი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები იქნება დასრულებული

კახა კალაძე – მეტროსადგური „ვარკეთილი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები იქნება დასრულებული

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გახსნის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმაზე, რომ რეაბილიტაციის პროცესში აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს.

„მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავარი არის დაპროექტება და ექსპერტიზის ჩატარება, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო გადავადდა. ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.სამშენებლო კომპანია ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხვნა განხორციელდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor