• August

    13

    2025
  • 296
  • 0
ტარიელ კაკაბაძე : ,,პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები”

ტარიელ კაკაბაძე : ,,პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები”

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც არ მიმდინარეობდა სწორი მიმართულებით, პირიქით, მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და საქმიდან გამოერიცხათ, რათა დამკვეთები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემულნი. ჩვენ ასევე, მოვითხოვეთ პროკურორის აცილება, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული პირი საქმის შედეგით, მისი მიზანი იყო მხოლოდ გელა უძილაური ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული და ჩაეფარცხა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, პროკურორის აცილების შემდეგ გამოძიება სწორ გზას დაადგა. შეიცვალა კვალიფიკაცია, გამოძიება გაგრძელდა შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელიც აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.

გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როდესაც სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, ასევე როდესაც საქმის ახალ მასალებს გავეცნობი, მე უკვე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ყელა დეტალთან დაკავშირებით. არის რაღაც დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor