
კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა გრუნიში
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში:
გახდები კლინიკური ფსიქოლოგი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებებში, ფლობს თანამედროვე თეორიებს, კვლევით და პრაქტიკულ მეთოდოლოგიას, ინტერვენციის სტრატეგიებსა და ანალიტიკურ აზროვნებას
ისწავლი, როგორ გამოიყენო მიღებული ცოდნა ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებთან მუშაობაში, მათ შორის ბავშვებთან და მოზარდებთან
პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებ ამბულატორიულ და სტაციონარულ გარემოში, მოიპოვებ უნარებს დამოუკიდებლად მუშაობისთვის — რეალურ შემთხვევებზე მუშაობით, პრობლემების იდენტიფიცირებით და გადაწყვეტილების მიღებით
პროგრამა ხელს შეგიწყობს კარიერის დაგეგმვასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპეტენციების ჩამოყალიბებაში
პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, აუცილებელია საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და ინგლისურ ან გერმანულ ენებში(აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი, თავისუფლდებიან ენის ტესტისგან)
რეგისტრაციისთვის, ეწვიე ბმულს: https://shorturl.at/W0vo9





