• August

    16

    2025
  • 168
  • 0
ხალხის ხმა და სახელმწიფოს ძალა – შსს-ს შეუჩერებელი ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ !

ხალხის ხმა და სახელმწიფოს ძალა – შსს-ს შეუჩერებელი ბრძოლა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ !

უკანონო მიგრაცია – ეს არ არის მხოლოდ სიტყვებით შეფუთული თემატიკა, არამედ ძალიან კონკრეტული და ხელშესახები პრობლემა, რომელიც ნელ-ნელა ცდილობს საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლას. თუ დავაკონკრეტებთ, ეს იგივეა, რაც თქვენს კორპუსში უცებ გაჩნდეს ოცდაათი უცნობი ბინა-მობინადრეებით და ლიფტში ჩასვლისას გაიღიმონ ან ყურადღებით დაგაკვირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ, მინისტრის მოადგილეებთან ერთად, ამ გამოწვევას პირდაპირ შეუტია და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო.

რეიდები, რომლებიც შედეგს იძლევა !

ბოლო სპეცოპერაციამ ნათლად აჩვენა, რომ საქმე მხოლოდ სიტყვებში არ არის : მიგრაციის დეპარტამენტმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩაატარა მასშტაბური შემოწმებები და დააკავა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე იორდანიიდან, ეგვიპტიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან, მაგრამ ოფიციალურ ციფრებს მიღმა არის მთავარი – საზოგადოების განწყობა.

ჩვენი მკითხველის ნაწილი კომენტარებში წერს შემდეგს :  „ცოტაა, ძალიან ცოტაა“.

ეს სიტყვები მხოლოდ უკმაყოფილება კი არა, სახელმწიფოსკენ მიმართული პირდაპირი მოთხოვნაა : გააგრძელეთ და გაამკაცრეთ ! 

რატომ სჭირდება ქვეყანას მასშტაბური ქმედებები ?

კომენტარებში ხშირად გაისმის ფრაზები, როგორიცაა : „337 ავტობუსში 27 ინდოელი და მხოლოდ 2 ქართველი“.

ეს ნათლად აჩვენებს, რომ საკითხი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

სწორედ ამიტომ, შსს-ს ახალი ადმინისტრაცია არ აპირებს ერთჯერადი აქციებით შემოიფარგლოს – მათი მიზანია, ყოველი შემთხვევა გახდეს მკაფიო სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ქვეყანაში დარჩენას.

მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს :

მკაცრი კონტროლი და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა ერთად ქმნის შედეგს. დღეს საქართველოში ეს ორი ფაქტორი თანხვედრაშია – ხელისუფლება მოქმედებს, მოქალაქეები კი ხმამაღლა ითხოვენ წესრიგის აღდგენას.

დეპორტაციის ფინანსური ტვირთი – ვისი ჯიბიდან ?

უკანონო მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება ( იგივე დეპორტაცია ) ბიუჯეტისთვის იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. სატრანსპორტო ხარჯები, დროებითი განთავსება და სხვა საოპერაციო ხარჯები ხშირად ათასობით ლარს აღწევს თითოეულ პირზე. მიუხედავად ამისა, ეს აუცილებელი ხარჯია – წესრიგი და სახელმწიფოებრივი ღირსება ფულზე ძვირფასია.

ამავდროულად, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბიუჯეტს დაიცავს ზედმეტი ხარჯებისგან.

,,GEO NEWS”-ის ერთ-ერთი პრაგმატული რჩევა სახელმწიფო ინტერესის დასაცავად :

საზღვრის გადმოკვეთამდე ეჭვმიტანილ მიგრანტს დაეკისროს საგარანტიო თანხის შეტანა ქართულ საბანკო ინსტიტუტში. თუ ის დაარღვევს ყოფნის რეჟიმს, მისი დეპორტაცია ამ თანხით დაფინანსდება. ასეთი სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და ორმაგ ეფექტს იძლევა – ფინანსურ დაცვას და პოტენციური დარღვევების პრევენციას.

უკანონო მიგრაცია – გლობალური გამოწვევა :

უნდა ითქვას, რომ უკანონო მიგრაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ევროპის დიდი ქალაქები, ამერიკის შეერთებული შტატები, აზიის განვითარებული ქვეყნები – ყველგან სახელმწიფოები ცდილობენ, იპოვონ ბალანსი ჰუმანურობასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და თუ ზოგან ეს ბალანსი კვლავ სუსტი თოკია, საქართველომ გადაწყვიტა, რომ ეს თოკი იყოს მტკიცე და მჭიდროდ მოჭერილი.

დასკვნა :

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა აღარ არის მხოლოდ შსს-ს საქმე – ეს საერთო ეროვნული ამოცანაა.

როდესაც საზოგადოება ამბობს : „სუყველა უნდა გაყაროთ“, ეს მხოლოდ ემოცია კი არა, პირდაპირი გზავნილია სახელმწიფოსთვის – განაგრძეთ, გაამკაცრეთ, დაიცავით ქვეყანა.

შსს-ს ახალი ადმინისტრაცია ამ გზაზე უკვე მტკიცედ დგას. ახლა მთავარია და დარწმუნებული ვართ, რომ ტემპი არ შენელდება და ყოველი ოპერაცია გახდება მაგალითი იმისა, როგორ იქცევა ქვეყანა, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებასა და მოქალაქეების სიმშვიდეს უპირველესად ითვალისწინებს.

ირაკლი კერესელიძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor