
ამირან სალუქვაძე : ,,ჩვენ იგივე თემაზე, ოკუპაციაზე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან ? მგონი დროა საკუთარი პრობლემების მოგვარება სხვის დაუკითხავად დავიწყოთ” !
,,საქართველოსთვის არ შეიძლება არც ბელარუსთან საუბარი, თუნდაც არაღიარების ნაწილში, არც ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები.
არადა, არა მხოლოდ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ითხოვს პუტინთან შეხვედრას, მთელი ევროპა უმყარებს ამ პოზიციას – ჩვენ კი გვეუბნებიან არ ელაპარაკოთო.
ჩვენ იგივე თემაზე, ოკუპაციაზე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან ?
მგონი დროა საკუთარი პრობლემების მოგვარება სხვის დაუკითხავად დავიწყოთ”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.
მოამზადა – თამთა მაისურაძემ




