• August

    23

    2025
  • 212
  • 0
ექსკლუზივი : სიღნაღის რაიონული პროკურატურა პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის თარგზეა შეკერილი თუ მართლმსაჯულების აღსრულებას ზოგჯერ მაინც ახერხებს ?

ექსკლუზივი : სიღნაღის რაიონული პროკურატურა პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის თარგზეა შეკერილი თუ მართლმსაჯულების აღსრულებას ზოგჯერ მაინც ახერხებს ?

,, ქართული მართლმსაჯულების აკვანი და მისი მწარე ირონია “

მე, გიორგი კორძაძე, ,,GEO NEWS”-ის რედაქტორი, ამ სტატიას, არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც ქართული მართლმსაჯულების სისტემის გულშემატკივარი ვწერ. გულშემატკივარი, რომელსაც უკვე ეჭვი ეპარება – ჩვენი მართლმსაჯულების აკვანი სამართლისთვის ირწევა, თუ ბიუროკრატიული ძილისთვის ! 

საგარეჯოს სამმართველო და სიღნაღის პროკურორის „დროის მანქანა“ : 

ყველასთვის ცხადია, რომ საგარეჯოს სამმართველოს თანამშრომლები საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად თავიანთ შესაძლებლობებს არ იშურებენ. ისინი დგანან დაზარალებულების გვერდით, წლებია აგროვებენ მტკიცებულებებს, იბრძვიან იმისთვის, რომ დამნაშავე გასამართლდეს და საზოგადოებამ სამართალი იხილოს, მაგრამ ამ საქმეში, სადაც შსს-ის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მოწადინება და პროფესიონალიზმი აშკარად ჩანს, უცებ სცენაზე გამოდის სიღნაღის რაიონული პროკურატურის „ვარსკვლავი“ – პროკურორი, მიხეილ, იგივე მიშიკო ჯანგულაშვილი.

სწორედ აქ იწყება ტრაგიკომედია. როცა პოლიციელები წლების ნაშრომ საქმეს გადასცემენ, პროკურორი მიშიკო ჯანგულაშვილი თითქოს სხვა სამყაროში გადადის :

ანთებული ლამპარივით მტკიცებულებების ნაცვლად, მის თვალებში ძილნარევი ირონია და უხეში აგრესია ჩანს.

ყველაფერი იმით იწყება, რომ პატივცემული მიშიკო დაზარალებულთან ,, დამალობანას თამაშობს ” ათი დღის განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ, რაც დაზარალებული ( რომლის ცნობა დაზარალებულად ცოცხალი თავით არ სურს ) თბილისიდან სიღნაღში პირადად აკითხავს დამალული მიშიკო წყობილებიდან გამოდის და მისი ქცევები სრულად ამჟღავნებს იმ ნეგატივს, აგრესიას და ფრუსტრაციას, რაც დაზარალებულის პირისპირ იძულებით აღმოჩენამ მოჰგვარა.

დაზარალებული და პოლიცია ერთხმად მოუწოდებს :

„პროკურორო, შეასრულე შენი მოვალეობა დროულად“ ! 

თუმცა, პასუხად იღებენ ცინიკურ უკუქმედებას, თითქოს მიშიკოს ყველაზე დიდი მტერი, არა დანაშაულის ჩამდენი პირი, არამედ დაზარალებული და გამომძიებელია.

მძიმე დანაშაული, რომელიც უყურადღებოდ რჩება :

საქმე, რომელზეც ვსაუბრობთ, ეხება ბოროტ დედინაცვალს ( ოღონდ არა ,,კონკიას” პერსონაჟს , არამედ რეალურ და ხორცშესხმულ ბოროტებას ) , რომელმაც საკუთარი შვილობილის მემკვიდრეობა და ოჯახური ქონება მიითვისა, გაყიდა და საბოლოოდ მემკვიდრის ბავშვობის სახლის დანგრევაც დაუშვა.

ეს არ არის მხოლოდ კერძო საკუთრების ხელყოფა – ეს არის მძიმე დანაშაული, რომელიც ადამიანის პირად ისტორიასა და ოჯახურ მეხსიერებას ანადგურებს. დედინაცვალი აქ იქცევა უფორმო ბოროტებად, რომელიც მინოტავრის ნაცვლად საკუთარმა სიხარბემ შეჭამა. ან სულაც „მამაპაპისეული მიწის გორგონად“, რომლის ცივი მზერა ქონებას ქვად აქცევს, ხოლო შვილობილს წარსულს ართმევს, მომავალთან ერთად.

ასეთი დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან იგი ერთდროულადაა მატერიალური ქონების ხელყოფა და სულიერი ტრავმის მიყენება. შვილობილი, რომელმაც უნდა იპოვოს სამართალი, რეალურად ორჯერ მსხვერპლი ხდება :

ჯერ დედინაცვლის ბოროტების, შემდეგ კი პროკურორის უყურადღებო და უსულგულო დამოკიდებულების.

„ჯანგულაშვილის ქრონიკები“ :

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიშიკო ჯანგულაშვილის სახელი უკვე შეიძლება იქცეს ქართულ იურიდიულ იუმორისტულ ჟანრში ცალკე ეპიზოდად – „ჯანგულაშვილის ქრონიკები“.

საქმე ექვსი წელია იძიებენ, მაგრამ როცა ბრალდებულის დაკითხვა ხდება შესაძლებელი, მიშიკო ჯანგულაშვილი დროის მანქანას რთავს და აცხადებს: „ მჭირდება ორი კვირა, ორი კვირაო “.

ამ ქცევაში აშკარად ჩანს ჰომეროსის ლოტოფაგების ხასიათი – ისინი, ვინც ტკბილი ნაყოფით საკუთარ მოვალეობას ივიწყებდნენ, ან კიდევ უფრო ახლო ქართული პარალელი – ილიას „თათა-ძიძა“, რომელიც ყველაფერს დინჯად და ნელა აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ არაფერს ასრულებდა. სწორედ ასეთ „ლოტოფაგურ ძიძას“ ჰგავს ჩვენი მიშიკო ჯანგულაშვილი – პროკურორი, რომელიც საქმეების გადაჭრის ნაცვლად, დროს ჯანგულავს.

ამ დროს, დაზარალებული და საგარეჯოს პოლიცია სამართლის დამკვიდრებას მოითხოვს, მაგრამ პროკურორი მიშიკო ჯანგულაშვილი აგრესიას, ცინიზმსა და დაუდევრობას ავლენს. კანონი მას უფლებას აძლევს დროის გახანგრძლივებაზე, მაგრამ კანონით მინიჭებული უფლება ვერ ხსნის უგულებელყოფილ ვალდებულებას.

დასკვნა :

ჩვენს მართლმსაჯულების აკვანს, რომელიც სამართლის სიმტკიცის სიმბოლო უნდა იყოს, დღეს „ჯანგულაშვილის სტილის“ რწევა ემუქრება – რწევა, სადაც პოლიციის მოწადინება იფერფლება პროკურორის ბიუროკრატიულ ძილში.

თუ მძიმე დანაშაულები, როგორიცაა დედინაცვლის მიერ მემკვიდრეობის მიტაცება თაღლითური გზით უყურადღებოდ დარჩება, საზოგადოება დაკარგავს ნდობას, არა მხოლოდ კონკრეტული მიშიკო ჯანგულაშვილის, არამედ მთლიანად პროკურატურის მიმართ.

დროა ვიკითხოთ :

გვინდა მართლმსაჯულების აკვანი, სადაც სამართალი იბადება, თუ „ ჯანგულაშვილის აკვანი “, სადაც სამართლის ნაცვლად, მხოლოდ მწარე ირონია და უძლურება ისადგურებს ?

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor