• August

    24

    2025
  • 528
  • 0
ექსკლუზივი – როგორ მიისაკუთრა ,,თიბისი”-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირველი რიგის მემკვიდრის მამაპაპისეული სახლი სოფელ ხაშმში, იმისთვის, რომ საკუთარი შატო და ვენახები გაეშენებინა ?

ექსკლუზივი – როგორ მიისაკუთრა ,,თიბისი”-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირველი რიგის მემკვიდრის მამაპაპისეული სახლი სოფელ ხაშმში, იმისთვის, რომ საკუთარი შატო და ვენახები გაეშენებინა ?

ექსკლუზივი – როგორ მიისაკუთრა და მიწასთან გაასწორა ,,თიბისი”-ს გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირველი რიგის მემკვიდრის მამაპაპისეული სახლი ბავშვობის ნათელ მოგონებებთან ერთად სოფელ ხაშმში, იმისთვის, რომ გათავისუფლებულ მიწაზე საკუთარი შატო და ვენახები გაეშენებინა ?

ისტორიის დასაწყისი – 2024 წელი :

2024 წელს, როდესაც პირველი რიგის მემკვიდრე პენიტენციურ დაწესებულებაში იყო და ვერ იცავდა საკუთარ უფლებებს, მოხდა ტრაგიკული და სკანდალური ისტორია. ამ ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად, სამწუხაროდ, არ ვხედავთ ჩვეულებრივ თაღლითს, არამედ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბანკირს -„თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ბუცხრიკიძეს.

დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ბუცხრიკიძემ მემკვიდრის დედინაცვალთან მიზანმიმართული დანაშაულებრივი გარიგებით, მემკვიდრის მამისა და ბაბუის მიერ დატოვებული მამაპაპისეული ქონება – სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ ხაშმის ცენტრში ფარულად და უკანონოდ შეისყიდა. გარიგება მოხდა მაშინ, როდესაც პირდაპირი პირველი რიგის მემკვიდრე პატიმრობაში იმყოფებოდა და სრულიად მოკლებული იყო საკუთარი ქონებრივი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.

გაყიდვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა მემკვიდრის დედინაცვალი, რომელიც აქ, არა მხოლოდ „ბოროტი დედინაცვლის“ სახელს იმსახურებს, არამედ, როგორც ნამდვილ თანამონაწილეს, რომელმაც შვილობილის უფლებები უგულებელყო და საკუთარი სიხარბის გასამართლებლად, ფაქტობრივად, საკუთარი ოჯახის წარსულიც წაშალა, რისთვისაც დამსახურებული სასჯელი არ უნდა ასცდეს.

როგორც შევიტყვეთ, ეს გარიგება ბუცხრიკიძემ ერთი „ცრუმაგიერი მესაკუთრის“ მეშვეობით გადაფარა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, საქმეში გამოჩნდა მისი „მოურავი“ – ნათესავი ივანე ( ივა ) ელბაქიძე, რომელიც სწორედ ბუცხრიკიძის დავალებით მოქმედებდა. ხაშმელები მას პირდაპირ „ბუცხრიკიძის მოურავს“ უწოდებენ.

,, ივიკო სულ აქ არის, ვახტანგის ვენახებს უვლის, თავად ვახტანგი კი შაბათ-კვირას ჩამოდის ხოლმე”,- გვიყვება ადგილობრივი.

ამ მოურავსა და დედინაცვალს შორის შედგენილი უკანონო უძრავი ქონების შეძენის ხელშეკრულება ის აქილევსის ქუსლი გახდა, რითაც დედინაცვალი ბუცხრიკიძის ფარულ მხარდაჭერას დღემდე ინარჩუნებს, რადგან, არც სახლი იყო დედინაცვლის და არც გარიგებაში ჩაწერილი მრავალჯერ შემცირებული თანხა წარმოადგენს იმ რეალურ ფასს რა ფასადაც ეს სამკვიდრო გაიყიდა.

მიწასთან გასწორებული მოგონებები :

საქმე მხოლოდ ფარულად წართმეულ ქონებას არ ეხება. ბუცხრიკიძემ, როგორც მყიდველმა, სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო :

მემკვიდრის ბავშვობის სახლი, რომელიც ტრადიციული ქართული ოჯახის საძირკველს წარმოადგენდა, მიწასთან გაასწორა.

სახლი, სადაც მემკვიდრე გაიზარდა, სადაც მამისა და ბაბუის სული ბუდობდა, სადაც ოჯახის ტრადიციები და მოგონებები ინახებოდა – ერთ დღეში გაქრა.

მის ნაცვლად კი მახლობლად გაჩნდა ბუცხრიკიძის პირადი „შატო“, ვენახებითა და ეგზოტიკური გართობის „პლეიგრაუნდით“, ათობით სათვალთვალო კამერით, სადაც „მოურავი ივა“ ყველაფერს ზედამხედველობს.

როგორც სოფელში ამბობენ, ბუცხრიკიძეს ამ მიწასთან განსაკუთრებული ემოციური ბმა ჰქონდა, ხაშმი მისი დედულეთია, მაგრამ მან საკუთარი ემოციის დაკმაყოფილებას მემკვიდრის ტრაგედიის ხარჯზე მიაღწია.

ისტორიული და ლიტერატურული პარალელები :

ეს ისტორია წარმოუდგენლად ჰგავს ბიბლიურ „ნაბოთის ვენახის“ ამბავს, სადაც მეფე ახაბმა და მისმა ცოლმა იეზებელმა უბრალო კაცს ვენახი მოტყუებითა და ძალაუფლებით წაართვეს. ნაბოთის ტრაგედია ზუსტად ასახავს იმ სურათს, რასაც დღეს ხაშმში ვხედავთ – ძლიერები საკუთარი სურვილის შესასრულებლად უფლების მფლობელს აუკრძალავენ საკუთრებაზე თვალის შევლებასაც კი.

გავიხსენოთ ასევე ილიას სიტყვები :

„სადაც სამართალი არ არის, იქ არც სახელმწიფო არ არის“.

ბუცხრიკიძის ქმედება სწორედ ის მაგალითია, როცა სამართლის ნაცვლად, ფული და გავლენა მართავს პროცესს.

ლიტერატურულად, ბუცხრიკიძე უფრო ჰგავს ბალკანური ეპოსის დესპოტურ ფეოდალს, რომელიც ხალხის მემკვიდრეობას საკუთარი სასახლის საძირკვლად აქცევს. მისი ქმედება კი ჰომეროსის გმირების ტრაგიკული ხასიათის უფრო ბნელ ვერსიადაც შეიძლება ჩაითვალოს – იქ, სადაც ღვთაებრივი ნიჭის ნაცვლად სიხარბე და ცინიზმია ერთადერთი მამოძრავებელი ძალა.

სამართლის ძიება და ბრალდება – როგორც პროკურორი ვიტყოდი :

• საქმე შეიცავს ქონებრივი დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან პირველი რიგის მემკვიდრე უსამართლოდ და უკანონოდ ჩამოაშორეს 1/3 წილს ;

• საქმე შეიცავს თაღლითობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, რადგან ბუცხრიკიძემ გამოიყენა, როგორც საკუთარი ფინანსური უპირატესობა, ისე გავლენები ;

• საქმე შეიცავს მორალურ დანაშაულს, რადგან მემკვიდრეს წაართვეს, არა მხოლოდ ქონება, არამედ საკუთარი ისტორია, ოჯახური მეხსიერება და ემოციური წარსული.

როგორც ჟურნალისტი დავამატებდი :

ეს არის საქმე, სადაც ფინანსური ძალაუფლება კანონზე მაღლა დადგა.

საქმე, სადაც „წარმატებული ბანკირი“ საკუთარ გავლენებს იყენებს, რათა ბოროტ დედინაცვალთან ერთად წარსული მიწასთან გაასწოროს.

მძიმე კითხვები საზოგადოებისთვის :

ვახტანგ ბუცხრიკიძე დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ ბანკირად ითვლება, მაგრამ რა ფასად ?

• შეიძლება თუ არა, რომ ქვეყნის ფინანსური ელიტა ადამიანებს ოჯახურ ფესვებსა და ქონებას ართმევდეს ?

• შეიძლება თუ არა, რომ „საპატიო ბიზნესმენი“ სინამდვილეში ბიბლიური ახაბის მსგავსი ფიგურა აღმოჩნდეს, რომელიც საკუთარი სასახლის აშენებას მემკვიდრის ტრაგედიის ხარჯზე ცდილობს ?

• რა მნიშვნელობა აქვს სამართალს, თუ ის უძლურია გავლენებისა და ფულის წინაშე ?

დასკვნა :

ბუცხრიკიძის მიერ მამაპაპისეული სახლის დანგრევა მხოლოდ შენობის განადგურება არ იყო – ეს იყო მემკვიდრის წარსულის, ბავშვობისა და ემოციური მეხსიერების წაშლა.

ეს ისტორი აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ იქცევა ძალაუფლება, როცა კანონი ვერ იცავს სუსტს.

თუ სამართალი დროულად არ აღდგება, ხაშმის ისტორია კიდევ მრავალჯერ განმეორდება, და ეს უკვე თითოეული ჩვენგანის პრობლემა გახდება.

P.S. დედანაცვალის მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე ( 362-ე მუხლი ) – სამკვიდროს მიტაცებაზე საგარეჯოს სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ამ საკითხზე ,,GEO NEWS” უახლოეს დღეებში მიმართავს გენერალურ პროკურატურას და ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სამართლებრივი რეაგირებისთვის. 

 

( გაგრძელება იქნება ) 

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor