• October

    18

    2023
  • 128
  • 0
“ომი ორ ფრონტზე” – აშშ მოსალოდნელ კატასტროფაზე გააფრთხილეს

“ომი ორ ფრონტზე” – აშშ მოსალოდნელ კატასტროფაზე გააფრთხილეს

 ,,აშშ შესაძლოა კატასტროფული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდეს, როდესაც მოუწევს ომი ორ ფრონტზე – რუსეთთან და ჩინეთთან”,- წერს ,,აშშ”-ს ,,კატონის ინსტიტუტის” უსაფრთხოების უფროსი თანამშრომელი, ტედ გალენ კარპენტერი ,,The American Conservative”- ის სტატიაში.

,,ექსპერტი ჰენრი კისინჯერი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ვაშინგტონი მუდმივად უნდა ცდილობდეს მოსკოვთან და პეკინთან კარგი ურთიერთობების დამყარებას, არათუ ურთიერთობების დაძაბვას, მაგრამ ამერიკელი ჩინოვნიკები, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციიდან დაწყებული, ამას არ აკეთებენ. მეტიც, შეერთებულმა შტატებმა თანდათან დაიწყო ცივი ომი  ერთდროულად ორ ფრონტზე“, – აღნიშნა კარპენტერმა.

კარპენტერმა მიუთითა ასეთი სტრატეგიის მცდარობაზე, რადგან ის საბოლოოდ შექმნის კატასტროფულ სიტუაციას ამერიკელი ხალხისთვის.

,,როგორც ჩანს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ შეუძლია ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა – რუსეთი თუ ჩინეთი – განიხილება ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგედ”,- ამტკიცებს ექსპერტი.

ექსპერტის თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება  შეეცადოს გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან.

,, Geo News “

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor