• September

    8

    2025
  • 49
  • 0
კახა კალაძე – დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებები პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

კახა კალაძე – დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებები პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაულის სტატისტიკის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ყველაფერში. ზოგადად, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია. ეს არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. ამიტომ გაგრძელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ის ციფრები, რაც დღევანდელი მონაცემებით გვაქვს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნარკოტიკების გასაღება და მოხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დანაშაულთან ბრძოლისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ბოლო თვეების განმავლობაში შესანიშნავი შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor