• September

    8

    2025
  • 68
  • 0
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიაში მონაწილეობს

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენცია სინგაპურის პრეზიდენტმა, თარმან შანმუგარატნამმა, იუსტიციის მინისტრმა, ედვინ ტონგმა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, ხუან ბაუტისტა მაჰიკესმა და სინგაპურის გენერალურმა პროკურორმა, ლუსიენ ვონგმა გახსნეს.

კონფერენციის მთავარი თემაა „პროკურორის მრავალმხრივი როლი და სისხლის სამართლის ადმინისტრირება“.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებსა და დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები, ასევე სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დანაშაულის ჩადენასა და დევნაში, იურიდიული განათლება და პროფესიული მომზადება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტრესის მართვა პროკურორთა საქმიანობაში, საერთაშორისო თანამშრომლობა, აქტივების მოძიება და კონფისკაცია.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია წარმოადგენს ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმას საპროკურორო უწყებებისთვის, რომლის მიზანია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროფესიული სტანდარტების განვითარება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენცია სინგაპურის რესპუბლიკაში 7 სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor