• September

    9

    2025
  • 51
  • 0
გიორგი გვარაკიძე თურქეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

გიორგი გვარაკიძე თურქეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ სენტურკთან შეხვედრა გამართა.

სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სედა დურსუნი და უფროსი პროკურორი ჰალიტ ერისი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული მიღწევები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოითქვა.

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor