• September

    13

    2025
  • 43
  • 0
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2007 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1992 წელს დაბადებულ შ.გ.-ს ბლაგვი, ასევე, ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ ნ.ხ. და თ.ხ. ბრალდებულების სახით, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor