• September

    16

    2025
  • 52
  • 0
დონალდ ტრამპი The New York Times-ს სასამართლოში უჩივის – ამაყი ვარ, რომ ოდესღაც პატივსაცემ „ნაგავს“ პასუხისმგებლობას ვაკისრებ

დონალდ ტრამპი The New York Times-ს სასამართლოში უჩივის – ამაყი ვარ, რომ ოდესღაც პატივსაცემ „ნაგავს“ პასუხისმგებლობას ვაკისრებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The New York Times-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

ტრამპის თქმით, სარჩელი ფლორიდის შტატში შეიტანა.

„The New York Times-ის წინააღმდეგ ღირსების შელახვისა და ცილისწამებისთვის 15 მილიარდი დოლარის სამართლებრივ წარმოებას ვიწყებ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც გახდა რადიკალური მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ვირტუალური „გამხმოვანებელი“, – აღნიშნავს ტრამპი.

ტრამპის თქმით, ის ამას თვლის ყველაზე დიდ უკანონო საარჩევნო წვლილად მთელ ისტორიაში.

„კამალა ჰარისის მიმართ მხარდაჭერა ფაქტობრივად, The New York Times-ის პირველი გვერდის ცენტრში მოათავსეს – ეს რაღაც ისეთია, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. „თაიმსი“ ათწლეულების განმავლობაში ცრუ ინფორმაციის ავრცელებდა თქვენი საყვარელი პრეზიდენტის – ჩემ შესახებ, ჩემი ოჯახის, ბიზნესის, მოძრაობის „ამერიკა პირველ რიგში“, MAGA-ს და მთლიანად ჩვენი ერის შესახებ. ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ოდესღაც პატივსაცემ „ნაგავს“ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, ისე როგორც ვაკეთებთ სხვა ყალბი ამბების ქსელების შემთხვევაში, როგორიცაა ჩვენი წარმატებული სასამართლო დავა George Slopadopoulos/ABC/Disney და 60 Minutes/CBS/Paramount წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ტრამპის რეპუტაციას აყენებდნენ ზიანს ცრუ ბრალდებების საფუძველზე, თუმცა დაჯერდნენ რეკორდულ თანხებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა.

„The New York Times-ს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტყუილის, ჩემი სახელის შერცხვენისა და ღირსების შელახვის უფლება და ეს ახლა დასრულდება! სარჩელი შეტანილია ფლორიდის დიდებულ შტატში“, – წერს ტრამპი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor