• September

    18

    2025
  • 62
  • 0
პოლიციამ ბათუმის აეროპორტში ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ოთხ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი  ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3  ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor