
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარია ზახაროვა – უკრაინის ბლოკგარეშე და არაბირთვული სტატუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა
უკრაინის ბლოკგარეშე და არაბირთვული სტატუსი ამ ქვეყნის უსაფრთხოების რეალური გარანტიაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა.
„შეგახსენებთ, რა არის უკრაინისთვის უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია – მისი დაბრუნება იმ ფუნდამენტურ დოკუმენტებთან, რომლებსაც მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა ეფუძნებოდა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ამ დოკუმენტებში გაწერილი იყო უბირთვო, ნეიტრალური, ბლოკგარეშე სტატუსი, რაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს წარმოადგენს.
„ეს არის ის, რაც მან თავად დაუდგინა საკუთარ თავს, როდესაც აიღო ვალდებულება, იცხოვროს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაატაროს მშვიდობიანი პოლიტიკა“, – აღნიშნა ზახაროვამ.





