• September

    18

    2025
  • 50
  • 0
დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

„ტექნოლოგიური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმება“ მხარეებმა ბიზნესლიდერებთან შეხვედრაზე გააფორმეს.

დონალდ ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას „მტკიცე და ურყევი კავშირი“ უწოდა.

„აშშ დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი, ახლო და სანდო ბიზნესპარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირი ფასდაუდებელია. მტკიცე კავშირი გვაქვს და დღეს ამ კავშირს ვხდით ისე მტკიცეს, როგორც არასდროს, რაც ფინანსურად ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა-ბრიტანეთის სამრეწველო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, უფრო ბუნებრივი პარტნიორობა მსოფლიოში არ არსებობს.

„ჩვენ თავდაცვის სფეროში ნამდვილად კარგად ვთანამშრომლობთ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor