
ექსკლუზივი : ასრულებს თუ არა ,,ნაცების” ,,ტროას ცხენის” მისიას ,,იმედი-L”- ისა და სხვა მრავალი ბიზნესის მფლობელი ირაკლი გილაური ,,ქართული ოცნების” კარზე ?
,,იმედი L” -ის თაღლითური SMS-ები და „საქართველოს კაპიტალის“ ბნელი იმპერია ?
საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მაგრამ „იმედი L“-ის მაგალითი სრულიად განსხვავებულ მასშტაბებს ავლენს. საქმე უკვე აღარ ეხება მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, აქ საქმე გვაქვს ორგანიზებულ სისტემასთან, რომელიც ბენეფიციარებს გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ატყუებს.
თაღლითური 40%-იანი ფასდაკლების სქემა :
უნო/უნო+-ის დაზღვევის მომხმარებლებმა იმედი L -ისგან მიიღეს SMS- ს შეტყობინებები, რომლებიც 40%-იან ფასდაკლებას ჰპირდებოდათ „ფარმადეპოსა“ და „ჯი-პი-სი“-ის აფთიაქებში, ექვს სასურველ პროდუქტზე. შეტყობინებაში აღნიშნული გახლდათ, რომ არჩევანი ბენეფიციარზე იყო – მედიკამენტები, კოსმეტიკა თუ ბავშვთა მოვლის საშუალებები.
თუმცა, რეალობა სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა :
თავიდან ფასდაკლების კოდები სისტემაში საერთოდ არ მუშაობდა, ამაზე წინა სტატიაში ვწერდით.
მოგვიანებით აფთიაქის პერსონალმა პირდაპირ გვითხრა, რომ სასურველი ექვსი პროდუქტის კოდებით შეძენა შეუძლებელი იყო.
,,იმედი L”- ის პასუხისმგებებელმა თანამშრომელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მათ მიერ გამოგზავნილი ფასდაკლების შეტყობინებები და ფაქტობრივი რეალობა სააფთიაქო ქსელებში ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებოდა.
შედეგად, მომხმარებელთა უმეტესობა, უკვე აფთიაქში მისული, მაინც ყიდულობდა საჭირო პროდუქტს სრული ფასით.
ეს პრაქტიკა კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მოტყუების კლასიკურ სქემას, რომლის ერთადერთი მიზანია ბენეფიციარების აფთიაქებში მიზიდვა და კომპანიის შემოსავლების გაზრდა.
ინტერესთა ბნელი ჯაჭვი :
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი აქ შემდეგია :
„იმედი L“ და აფთიაქების ქსელები ფაქტობრივად ( „ფარმადეპო“ და „ჯი-პი-სი“ იგივე გეფა ) ერთ მფლობელს – „საქართველოს კაპიტალს“ ეკუთვნის, რომელსაც წლებია ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ „იმედი L“-ით არ შემოიფარგლება.
„საქართველოს კაპიტალი“ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის სხვა გიგანტებსაც ფლობს, მათ შორის „არდი დაზღვევას“, რაც ამ ჯგუფს პრაქტიკულად მონოპოლიურ მდგომარეობას უქმნის. ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ არის ჰოლდინგის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მფლობელიც, რომელშიც ისეთი ცნობილი ბრენდები შედის, როგორიცაა „ევექსის ჰოსპიტლები“ და „ევექსის კლინიკები“. ჯგუფი ასევე ფლობს „საქართველოს ბანკის“ 19%-ს.
ეს ქმნის უპრეცედენტო ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციას.
„საქართველოს კაპიტალი“ დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საკმარისი ფინანსური და სოციალური კაპიტალი აქვს, რათა საქართველოს სახელმწიფო მუდმივი დესტაბილიზაციის რეჟიმში ჰყავდეს და საფრთხე შეუქმნას სტაბილურ მმართველობას.
ლონდონის საფონდო ბირჟა – ირაკლი გილაურის მიერ მორგებული ნდობის ნიღაბი :
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგშია, სადაც ის თავს წარმოაჩენს, როგორც გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების დამცველი კომპანია. ამის პარალელურად, საქართველოში ბენეფიციარებს ცრუ SMS-ებით ატყუებს. ეს არის ორმაგი სტანდარტების თამაში :
ევროპაში – სანდოობა და ინვესტორთა ნდობა ? საქართველოში – თაღლითური სქემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ზარალზე ტოვებს ?
დასკვნა :
„იმედი L“-ის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ საქმე აღარ გვაქვს მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან. ეს არის დაგეგმილი სტრატეგია, რომლის უკან დგას „საქართველოს კაპიტალი“, მონოპოლიური გიგანტი, რომელიც დაზღვევის, ფარმაციისა და ჯანდაცვის სექტორებს ერთდროულად ფლობს.
ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით, ეს ჯგუფი იქცა სისტემურ საფრთხედ, საფრთხედ, რომელიც აზარალებს მოქალაქეებს, აკნინებს ბიზნეს-ეთიკის სტანდარტებს და, შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის იარაღად გამოიყენებოდეს.
ამიტომ აუცილებელია, არა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიება, არამედ სახელმწიფო ზედამხედველობისა და რეგულირების მკაცრი ჩარევა.
თუ ამ სქემას დროულად არ მიექცა ყურადღება, „საქართველოს კაპიტალი“ საბოლოოდ იქცევა, არა მხოლოდ ფინანსურ მონოპოლიად, არამედ პოლიტიკური გავლენის იარაღადაც, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს.
,,GEO NEWS” სპეციალურ სტატიათა ციკლს მიუძღვნის ,,საქართველოს კაპიტალისა” და მისი აჟამინდელი დირექტორის ფერიცვალება განცდილი ,,ნაციონალის” – ირაკლი გილაურის საეჭვო საქმეებს და განსაკუთრებით, იმ არაკანონიერ ბიზნეს პრაქტიკებს, რის გამოც მათი კუთვნილი აფთიაქების ქსელები ,,ჯი პი სი” და ,,ფარმადეპო” 2023 წელს ერთხელ უკვე დაჯარიმდნენ 20 მილიონი ლარით მარეგულირებელის მიერ და სავარაუდოდ, ამ მანკიერ პრაქტიკას დღესაც ,,წარმატებით” აგრძელებენ. ამ მასალაში კი აქ დავსვამთ წერტილს და გულწრფელად ვიკითხავთ საჯაროდ :
ხომ არაა ,,იმედი L” ,,ნაციონალების” იმედი საკუთარი პირსისხლიანი რეჟიმის აღდგენის საქმეში ?
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”




