• September

    20

    2025
  • 428
  • 0
ექსკლუზივი : PwC-ის აუდიტით დაფარული კარტელი ანუ როგორ აგრძელებს ,,გეფა” კანონთან ომს ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით ? 

ექსკლუზივი : PwC-ის აუდიტით დაფარული კარტელი ანუ როგორ აგრძელებს ,,გეფა” კანონთან ომს ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით ? 

2023 წლის 29 დეკემბერი ისტორიაში შევიდა, როგორც დღე, როდესაც ქართულმა ფარმაცევტულმა ბაზარმა ღია და საგრძნობი რყევა გადაიტანა. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სენსაციური გადაწყვეტილება გამოაცხადა : ქვეყნის უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტები, ისეთები როგორიცაა, „გეფა“, „ავერსი“, „პსპ“ და „მერმისი“ დაჯარიმდნენ კონკურენციის კანონის მე-7 მუხლის დარღვევის გამო. მათი დანაშაული ? წლების განმავლობაში შეთანხმებული ფასები, განსაკუთრებით კი, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე.

ამ სკანდალურ საქმეში ყველაზე მძიმე ტვირთი სს „გეფა“-ს დაეკისრა, რომელსაც 20 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა მოუწია. სააგენტოს დასკვნით, ეს არ იყო ერთჯერადი გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაული, რომელიც 2021-2023 წლებში მიზანმიმართულად გრძელდებოდა. მათი შეფასებით, ფასების იდენტურობა „შემთხვევითობის ალბათობას პრაქტიკულად ნულის ტოლს ხდის“. ეს ფრაზა კი სხვა არაფერია, თუ არა ოფიციალური დასტური იმისა, რომ ბაზარი დაუნდობელი კარტელის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ლონდონის ბირჟის ბრწყინვალებით გადაფარული ქართული ,,სიბნელე” :

სანამ საქართველოში პაციენტები და სახელმწიფო ბიუჯეტი გაუმჭვირვალე ფასებისგან ზარალდებოდნენ, „გეფას“ მფლობელი კომპანია – „საქართველოს კაპიტალი“ , დასავლეთის ფინანსურ დედაქალაქში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე  ( LSE: CGEO ) ბრწყინავდა.

ამ ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გილაური, ინვესტორებს ტრიბუნიდან უკეთილშობილესი დაპირებებით მიმართავდა : გამჭვირვალობა, კორპორაციული მმართველობის უმაღლესი სტანდარტები და ანგარიშვალდებულება.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ დაპირებებს ორმაგი სტანდარტი ჰქონდა – ლონდონში ნაქები იმიჯით საქართველოში მზარდი უპატიოსნობა იფარებოდა.

როგორ შეიძლება, ჰოლდინგი, რომელიც თავს ევროპული ღირებულებების დამცველად აცხადებს, მშვიდად უყურებდეს მისი შვილობილი კომპანიის მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ანუ ონკოლოგიურ პაციენტებს აზიანებს ?

სიმართლე და პასუხი ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, ზუსტად ირაკლი გილაურის ნაცსულისკვეთება ნაზიარებ იდუმალ ღიმილში იმალება.

აუდიტის „თვალი“, რომელიც ვერაფერს ხედავს – სწორედ აქ შემოდის თამაშში მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი აქტორი :

საერთაშორისო აუდიტორული გიგანტის PwC – ის საქართველოს ფილიალი – „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო“ ( PwC Georgia ) .

ეს კომპანია ,,საქართველოს კაპიტალის” ანუ იმავე „გეფას“ ( რომელიც ,,საქართველოს კაპიტალის” ნაწილია ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტზეა პასუხისმგებელი.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აუდიტორის უმთავრესი ამოცანა მხოლოდ ციფრების შემოწმება არაა. მისი პირდაპირი მოვალეობაა არსებითი მნიშვნელობის დარღვევების იდენტიფიცირება და სათანადო ანგარიშგებაში მათი ასახვა. წლების განმავლობაში მიმდინარე ფასების ფიქსაციის სქემა, რომლის შედეგადაც კომპანიას ათეულობით მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა, აუდიტისთვის უბრალოდ „შეუმჩნეველი“ ვერ დარჩებოდა.

აღწერილი კი ამ ორიდან ერთი-ერთი დასკვნისკენ გვიბიძგებს :

1. ან PwC – მ შეგნებულად დახუჭა თვალი დანაშაულზე. ეს სცენარი ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის პროფესიონალიზმსა და ეთიკურ სტანდარტებს, რადგან მისი დუმილი კარტელის ლეგიტიმაციას უწყობდა ხელს.

2. ან ირაკლი გილაურმა, როგორც ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, ზუსტად იცოდა „გეფას“ უკანონო ქმედებების შესახებ და მიუხედავად ამისა, შეგნებულად დაუშვა ამ სქემის გაგრძელება.

ორივე შემთხვევაში, სიმართლე მწარეა :

სანამ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონში საკუთარ მაღალ ბიზნეს რეპუტაციას ამკვიდრებდა, საქართველოში მისი შემადგენელი კომპანია “გეფა” ბაზრის წესებს და საკანონმდებლო მოთხოვნებს უმოწყალოდ არღვევდა.
ეს ორმაგი და სახიფათო თამაში დაუნდობელ სარკედ იქცევა ირაკლი გილაურის მენეჯერული პოლიტიკის რეფლექტირებისას.

ეჭვები და მოტივაცია :

რატომ რჩება კითხვები ?

მიუხედავად მრავალმილიონიანი ჯარიმისა, კონკურენციის სააგენტოს დასკვნა სრულებითაც არ გვაძლევს გარანტიას, რომ მსგავსი სქემები დღეს აღარ გრძელდება.

რატომ ?

სისტემა, რომელიც ამ დანაშაულის ჩადენას უზრუნველყოფს, კვლავ უცვლელია. PwC-ის აუდიტი ირაკლი გილაურს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ინვესტორებს „ოფიციალური“ დოკუმენტებით დაუმტკიცოს კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები, ანუ წარმატებით განაგრძოს მათი დაბოლება.

ეს „ნეიტრალური“ სერტიფიკატები, ფაქტობრივად, ფარად იქცევა იმ უკანონო ქმედებებისათვის, რომლებიც ქართულ ბაზარზე ხდება.

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორს, როგორც ჩანს, მშვენივრად ესმის, რომ ფორმალური გამჭვირვალობის ილუზია უფრო ძლიერი იარაღია, ვიდრე რეალური ანგარიშვალდებულება. ამიტომაც, სანამ ლონდონში ფინანსური რეპორტები დადებით შუქზე გამოჩნდება, საქართველოში „გეფა“ კვლავინდებურად შეიძლება მონაწილეობდეს ისეთ სქემებში, რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას ანადგურებს და უამრავ ადამიანს აზიანებს.

დასკვნა და მწვავე კითხვები :

„საქართველოს კაპიტალი“ საკუთარი ხედვით მსოფლიო მასშტაბით ინვესტორების ნდობით სარგებლობს, მაგრამ საქართველოში, მისი შვილობილი კომპანია მონაწილეობს ისეთ სქემებში, რომლებიც ფასების შეთანხმებით ანადგურებენ კონკურენციას.

აუდიტის ოფიციალურმა პროცედურებმა ვერ აღკვეთა ეს დარღვევები, რაც ეჭვქვეშ აყენებს, როგორც აუდიტორის, ისე ჰოლდინგის მმართველი რგოლის პასუხისმგებლობას.

ყველაზე მძაფრი და სამართლიანი კითხვა კი შემდეგია :

რამდენად სამართლიანია, რომ ირაკლი გილაური და „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონში კვლავაც ინვესტორების ნდობას სარგებლობენ, მაშინ როდესაც საქართველოში პაციენტები და სახელმწიფო ბიუჯეტი მათი შვილობილი კომპანიის უკანონო ქმედებების გამო ზარალდებიან ?

ჩვენს წინა მასალაში ( იხ ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90/ ) 

უკვე გამოვთქვით დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბატონი ირაკლი გილაური, რომელიც ,,ნაცხროვის” პრემიერის ნიკა გილაურის ალალი ძმაა, შესაძლოა იყოს ,,ტროას ცხენის“ ფუნქციის მატარებელი ,,ქართული ოცნების”კარზე და სინამდვილეში საკუთარი ფინანსური გავლენა სწორედ არსებული ხელისუფლების დესტაბილიზაციისკენ და სახელმწიფოს ომის ცეცხლში გახვევისაკენ ჰქონდეს მიმართული. ასეთი განვითარება, მის ყველა ამ დრომდე ჩადენილ მაქინაციებს გადაფარავდა და ის კვლავ ახალი ფურცლიდან დაიწყებდა ახალ ხელისუფლებასთან ქულების დაწერას…ამ დასკვნას კი საკუთარი სიმყარე უკვე აქვს და სავარაუდოდ, მომავალში უფრო გამყარდება, რადგანაც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ბატონი გილაურის საგმირო ქმედებებისა კვლავ გრძელდება.

P.S. ამ სტატიაში აღნიშნული ნეგატიური როლის შესახებ და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ჩვენ მივმართეთ, როგორც ,,გეფას” მენეჯმენტს, რომელიც გვემალება და უკუკავშირზე არ გამოდის, ასევე PwC Georgia- საც, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ეს პასუხი მივიღეთ – we have assigned it the reference number PWC44499162966, რითაც გვითხრეს, რომ ჩვენი მიმართვისთვის მოკითხვის ნომერი მიუნიჭებიათ, რაც სასიამოვნოა, თუმცა არასაკმარისი, ასე რომ ჩვენ აქედანაც ვთავაზობთ სტატიაში ხსენებულ კომპანიებს, რომ გააკეთონ ადაკვატური რეაგირება მათ მიმართ არსებულ ბრალდებებზე – ჩვენ მათ სათანადო შესაძლებლობას ყოველთვის მივცემთ.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor