
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა მოლაპარაკებები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე. მინისტრები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.





