• September

    23

    2025
  • 44
  • 0
კახა კალაძე – დადასტურებულია და ამაზე ღიად აშშ-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით სხვადასხვა ქვეყანაში თანხები იგზავნებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მიზნით

კახა კალაძე – დადასტურებულია და ამაზე ღიად აშშ-ის პრეზიდენტმაც ისაუბრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით სხვადასხვა ქვეყანაში თანხები იგზავნებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ინფორმაციას, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, იმავე EMC-ს ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საზოგადოების გახლეჩვის, არეულობების მოწყობის მცდელობებზე ხელისუფლების შესაბამის უწყებებს ყოველთვის მსგავსი რეაგირება ექნება.

„იცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა ხელისუფლების დამხობისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის. დადასტურებულია, ამერიკის პრეზიდენტმაც ღიად ისაუბრა ამაზე და რამდენიმე ორგანიზაცია ამისთვის დახურა, რომ თანხებს აგზავნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქარველოშიც, რომ მოეწყოთ გადატრიალებები. ეს თანხები ხმარდებოდა საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, იმ ტიპის ადამიანების შექმნას, რომლებსაც დღეს რუსთაველზე საღამოობით ვხედავთ. მარტივი არ არის, შექმნა ასეთი ადამიანები. ამაზე დიდი თანხები დაიხარჯა, ამაზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მოქმედებენ და რეაგირებენ  ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor