• September

    23

    2025
  • 50
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ჯერ არ გამოუცხადებიათ, ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ჯერ არ გამოუცხადებიათ, ზომები დაუყოვნებლივ მიიღონ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა, მათ კი, ვინც ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელმაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადა. მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ – ზომები დაუყოვნებლივ მიიღეთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ქვეყნებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ „სექტორში გენოციდი უკვე 700 დღეზე მეტია, გრძელდება და ამ შეხვედრის დროსაც კი უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.“ როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა აგონ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor