• September

    24

    2025
  • 63
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, ვნახოთ, უნდა დაველოდოთ, მათ საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა აქვთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, ვნახოთ, უნდა დაველოდოთ, მათ საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა აქვთ

ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, ვნახოთ, უნდა დაველოდოთ, მათ საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელი არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უარყოფს, არამედ გეოგრაფიასაც არ აღიარებს.

„ჩვენ ამას ხომ შეჩვეული ვართ და ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა. ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ არათუ ფაქტებს უარყოფენ, სად არის საქართველო ეკონომიკური, დემოკრატიული, ინსტიტუციური განვითარებით, არამედ რუკასაც აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ.

ჩვენ ის გვიკვირს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და სხვა რაღაც ორგანიზაციების. გეოგრაფიას როცა არ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მათზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში. ვნახოთ, უნდა დაველოდოთ. ვხედავთ ჩვენ, რომ აი ეს არის დღეს ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ბრიუსელი ეწევა. ეს არის ნაწილი იმ არაკვალიფიციური მიდგომისა, რომლითაც საბოლოო ჯამში ზიანდება თავად ბრიუსელი. თუ შევხედავთ დიდი ქვეყნებიდან, ვხედავთ, რა დამოკიდებულება არის ევროკავშირის მიმართ.  ეს არის შედეგი იმ სავალალო და არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკისა, რომელიც არის იქ, სადაც თავის დროზე იყო ესტონეთის სახელმწიფო, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი დღევანდელი საგარეო კომისარი იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor