
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შენობა დაეტოვებინათ.
საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც. ევაკუაციის გამო სასამართლო პროცესები შეწყდა.
ევაკუაციიდან გამომდინარე, დაგეგმილზე ადრე დასრულდა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესიც.
უძილაური სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ევაკუაციის მიზეზი, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ევაკუაცია ბომბის შესახებ შეტყობინებას უკავშირდებოდა.
ამ წუთებში სასამართლოში შესასვლელი ცენტრალური კარი დაკეტილია და ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიციელები შედიან.





