• September

    24

    2025
  • 52
  • 0
სუს- ი – ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია

სუს- ი – ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია

ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

კერძოდ, ბრიფინგი შეეხებოდა სუს-ის მიერ თაღლითობის საქმეზე შპს B.P. TRANS -ის დირექტორის, ამავე კომპანიის თანამშრომელისა და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელის დაკავებას. სუს-ის ცნობით, ამჟამად მიმალვაში მყოფ, შპს B.P. TRANS-ის ყოფილ დირექტორს კი დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება.

„აქვე შეგვიძლია, მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში – გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით“, – განაცხადეს სუს-ში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor