• September

    24

    2025
  • 39
  • 0
თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება

თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება

თელავის №1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თელავში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ისტორიული სკოლა დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის ისტორიული ფასადის მაქსიმალურ დაცვას და განახლებას. რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

„თელავში ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია ძალიან მალე დაიწყება და ეს სკოლა თელაველებს თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო თელავში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტს, რომელიც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს. რეაბილიტაციის შედეგად ქუჩებს ისტორიული იერსახე დაუბრუნდება.

თელავის ახლად რეაბილიტირებული ქუჩები პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor