• September

    24

    2025
  • 54
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები, ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას

მიხეილ ყაველაშვილი – სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები, ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინს შეხვდა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები.

„როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor