• September

    26

    2025
  • 36
  • 0
ვიქტორ ორბანი – კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ღირსეული ადამიანია, მის წინააღმდეგ დევნა უნდა დასრულდეს

ვიქტორ ორბანი – კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ღირსეული ადამიანია, მის წინააღმდეგ დევნა უნდა დასრულდეს

კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნიკოლა სარკოზისთვის პატიმრობის შეფარდებას.

როგორც ორბანი აღნიშნავს, სამართლიანობისთვის ბრძოლაში სარკოზის გვერდით დგას.

„კიდევ ერთი დღე, „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი ევროპელი პატრიოტის წინააღმდეგ. პრეზიდენტ სარკოზის წინააღმდეგ დევნა უნდა დასრულდეს! პრეზიდენტი სარკოზი ღირსეული ადამიანია. სამართლიანობისთვის ბრძოლაში მას დიდ ძალას ვუსურვებ. ბატონო პრეზიდენტო, უნგრელი პატრიოტები თქვენთან არიან!“- წერს ორბანი.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს საფრანგეთის ექსპრეზიდენტი პარიზის სასამართლომ, პირადი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, მუამარ კადაფისგან თანხის მიღების საქმეში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor