• September

    29

    2025
  • 60
  • 0
ლევან მახაშვილი – საკმარისი საფუძვლები არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს

ლევან მახაშვილი – საკმარისი საფუძვლები არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს

საკონსტიტუციო სასამართლოს გზით „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული შვილობილი პარტიების აკრძალვა უნდა მოხდეს, როგორც მოსახლეობას შევპირდით, ამ პროცესს გავაგრძელებთ და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს, ჩვენი მტკიცებულებები ნამდვილად გამყარებულია თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„რაც მთავარია, თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, მყვირალა განცხადებების ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან. რატომ უნდა აიკრძალოს? – პასუხი დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალებში დევს. იმიტომ, რომ ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც საზოგადოების განვითარებას გუდავდა და ახრჩობდა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება იმ რესურსით, რაც გააჩნიათ. საბედნიეროდ, სახელისუფლო რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების ჩახშობას და ჩაკვლას ცდილობენ. საკმარისი საფუძვლები არსებობს, რომ ეს პარტია აიკრძალოს“, – განაცხადა მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor