• September

    29

    2025
  • 71
  • 0
გია ვოლსკი – ბურჭულაძე და ზურაბიშვილი წინ წამოსწიეს, როგორც ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც იმ ბნელ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდათ, ამ პროცესში პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია

გია ვოლსკი – ბურჭულაძე და ზურაბიშვილი წინ წამოსწიეს, როგორც ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც იმ ბნელ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდათ, ამ პროცესში პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია

ბურჭულაძეს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის სცენებზე მღეროდა, მაგრამ ის შეარჩიეს, რადგან მას კავშირი არ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან წარსულთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას შეხვდნენ.

ვოლსკის თქმით, ბურჭულაძე დღეს იძულებულია, ამ ხალხის გეგმების რეალიზების სცენარში ჩაერთოს.

„დიახ, იძულებულია, რადგან ასე დაავალეს. ვინც გვეუბნება, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მყარი პოზიციები და განვითარება ჰქონდეს. ეს ადამიანები სისხლიანი არიან, რადგან ისინი იმ ტერორის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო. ბაჩო ახალაიას იმედი აქვთ, რომ შეიძლება, კავშირები ჰქონდეს იმ მწამებლებთან, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ და სისხლი მათთვის ღირებულს არ წარმოადგენს. ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი, ის ხალხია, ვინც სისხლიან ტერორში მონაწილეობდა. ბურჭულაძე და ზურაბიშვილი წინ წამოსწიეს, როგორც ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც იმ ბნელ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლიანი წარსულია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ამ პროცესში პაატა ბურჭულაძე მარიონეტის როლშია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor