• September

    29

    2025
  • 31
  • 0
ემანუელ მაკრონი – ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში

ემანუელ მაკრონი – ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პარიზი ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიშინეუს გვერდით დგას.

„ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროპულ პროექტში, ასევე თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შედეგად პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას“ ხმათა 50.16 პროცენტი აქვს. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 24.19 პროცენტით. ბარიერი გადალახეს საარჩევნო ბლოკმა „ალტერნატივამ“, „ჩვენმა პარტიამ“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმამ. წინასწარი ინფორმაციით, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს – 52 მანდატით. „პატრიოტულ ბლოკს“ 28 დეპუტატი ეყოლება, ბლოკ „ალტერნატივას“ – ცხრა, ხოლო „ჩვენი პარტია“ და „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor