• September

    30

    2025
  • 44
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – 4 ოქტომბერს მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, ვინმეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს

თენგიზ შარმანაშვილი – 4 ოქტომბერს მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, ვინმეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს

რადიკალური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, „მშვიდობიანი დამხობა“ კი მოიგონეს, მაგრამ ძალადობრივი აქციისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინმეს კანონდარღვევასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს.

„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ჯგუფებმა აიღეს. რაც ყველაზე სამწუხაროა, პასუხისმგებლობა ევრობიუროკრატიამაც აიღო. მათი სპიკერი გამოვიდა და თქვა, რომ ისინი 4 ოქტომბრის აქციას მიესალმებიან. ერთ-ერთი მთავარი რადიკალის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც რევოლუციას და გადატრიალებას აანონსებდა. მას მიუთითეს, რომ ეს პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ყველა იმ დესტრუქციულ ქმედებაზე, რისი განხორციელებაც სურთ. ვინმეს კანონდარღვევასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე ხელი თუ წაუცდება, სახელმწიფო მკაცრად უპასუხებს. მათი მხრიდან მშვიდობიანი აქცია არ იგეგმება, დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან. „მშვიდობიანი დამხობა“ კი მოიგონეს, მაგრამ ძალადობრივი აქციისთვის ემზადებიან. სახელმწიფო არავის ემუქრება, აფრთხილებს, რა შეიძლება, მათ არაკანონიერ ქმედებებს მოჰყვეს. სჯობს, ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor