• October

    1

    2025
  • 29
  • 0
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და სახალხო დამცველის მოადგილეები – ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, განსაკუთრებით ალტერნატიულ, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებს, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, ადრეულ ქორწინებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ონლაინ ძალადობას და სხვა საკითხებს.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიან გამოძიებასა და სახალხო დამცველის აპარატის აქტიურ ჩართულობაზე მსგავსი კატეგორიის საქმეებში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor