• October

    1

    2025
  • 36
  • 0
ისრაელ კაცი – ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის სრულ ალყას უახლოვდებიან

ისრაელ კაცი – ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის სრულ ალყას უახლოვდებიან

ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის სრულ ალყას უახლოვდებიან – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განცხადა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზიდან სამხრეთით, ნეცარიმის დერეფნის დასავლეთ ნაწილს სანაპირომდე იკავებს, რაც ღაზას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს.

„ეს გაამკაცრებს ქალაქის გარშემო ალყას და ყველა, ვინც მას სამხრეთიდან დატოვებს, იძულებული იქნება გაიაროს ისრაელის თავდაცვის ძალების საკონტროლო პუნქტები. ეს არის ბოლო შესაძლებლობა ღაზის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ამის გაკეთება სურთ, სამხრეთისკენ გადაადგილდნენ და „ჰამასის“ ტერორისტები ქალაქ ღაზაში იზოლირებულად დატოვონ. ქალაქ ღაზაში დარჩენილები ტერორისტები და ტერორის მხარდამჭერები იქნებიან. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა შესაძლებლობისთვის ემზადებიან და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოპერაციის გაგრძელება ყველა მძევლის დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განიარაღებამდე“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor