• October

    2

    2025
  • 40
  • 0
სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

საქართველოს იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება.

მათივე ცნობით, სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე.

„შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც სრულად ერწყმის ქალაქის გარემოს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24-საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაგეგმონ.

ქორწინების სახლი ქ. სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გია ბენაშვილი, ქალაქ სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor