
კახა კალაძე არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის პიტერ სიიარტოს მადლობას უხდის
კახა კალაძე დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს მადლობას უხდის.
როგორც კალაძე აღნიშნავს, საქართველო და უნგრეთი ერთობლივ წვლილს შეიტანენ ევროპულ ოჯახში.
„პიტერ, ჩემო ძმაო მადლობა. უნგრეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა და პარტნიორობა აქვთ. საერთო ღირებულებებით, სუვერენიტეტისა და იდენტობისადმი სწრაფვით, ჩვენ გავაღრმავებთ პარტნიორობას უნგრეთსა და საქართველოს შორის და ერთობლივ წვლილს შევიტანთ ევროპულ ოჯახში“, – პასუხობს კალაძე სიიარტოს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კალაძეს დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს.





