
ექსკლუზივი : ,,ევექსის” საქმიანობით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დაინტერესდება
ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელება „ევექსის“ წერეთლის კლინიკის საქმიანობაზე !
ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS”-ის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ჟურნალისტური კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით -„როგორ შოულობს ევექსი ფულს იმაზე მეტზე, რაც პაციენტს რეალურად სჭირდება“ ?
აღნიშნულ პუბლიკაციაში ასახული იყო რიგი სისტემური პრობლემებისა და მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა „ევექსის“ წერეთლის კლინიკის საქმიანობაში.
გამოვლენილი ფაქტების საფუძველზე, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შესაბამისს დეპარტამენტს და მოვითხოვეთ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, რათა გამოიკვეთონ პასუხისმგებელი პირები და მიღებულ იქნეს კანონით განსაზღვრული ზომები.
რა რეაგირება იქნება და რა შედეგი დადგება, აუცილებლად გაცნობებთ.
ამასთან, ჩვენი ჟურნალისტური გუნდი განაგრძობს აღნიშნული თემის სიღრმისეულ გამოკვლევას, საზოგადოების წინაშე სრული და ობიექტური სურათის წარმოსაჩენად.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”




