• September

    10

    2023
  • 122
  • 0
ევროკავშირი – არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

ევროკავშირი – არ ვაღიარებთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც მთიან ყარაბაღში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბრიუსელი ლეგიტიმურად არ ცნობს მთიანი ყარაბაღის მეთაურის არჩევნებს, რომელიც 9 სექტემბერს სტეპანაკერტში გაიმართა.

„2023 წლის 9 სექტემბერს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აღიარებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც ის ჩატარდა“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

ამასთან, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის „მნიშვნელოვანია კონსოლიდირება დე ფაქტო ხელმძღვანელობის გარშემო, რომელსაც გააჩნია უნარი და სურვილი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები აწარმოოს ბაქოსთან“. ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.

მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა საგანგებო სესიაზე ახალ პრეზიდენტად 45 წლის სამველ შახრამანიანი აირჩია. ფარულ კენჭისყრაში 22-მა დეპუტატმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor