• October

    20

    2025
  • 52
  • 0
ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე.

შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელელ კოლეგას ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრისა და მასპინძლობისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor