• October

    24

    2025
  • 43
  • 0
რეორგანიზაციის ფარგლებში, განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

რეორგანიზაციის ფარგლებში, განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ განახორციელებს.

სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ და ააიპ „პროფესიული უნარების სააგენტო“ ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor