• October

    19

    2023
  • 91
  • 0
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ტყიბული-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთის (ნაქერალას უღელტეხილი) რეაბილიტაციას ახორციელებს.

„აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთსა და რაჭას. გზა გადის რამდენიმე სოფელთან, სხვადასხვა ტურისტულ ობიექტთან და ეკლესია-მონასტრებთან. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის, ახალი რკინა-ბეტონის მილები, გაბიონის კედლები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და სხვა.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონ ლარამდე ფინანსდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor